16 წლის თამარ მეზვრიშვილი მოხალისეთა ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ჟიურის რჩეული გახდა. თამარი გორის მუნიციპალიტეტის პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეა. თამარი სასკოლო ცხოვრების პარალელურად, აქტიურად გეგმავს და ახორციელებს საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო პროექტებს.
“ჩემი ყოველდღიურობა მოხალისეობრივ საქმიანობას უკავშირდება, მიხარია, რომ ამ საქმიანობის აღიარება ხდება, რადგან ვფიქრობ, რომ ამით სხვებსაც გაუჩნდებათ მოხალისეობის სურვილი“, – ამბობს თამარი.
თამარის აქტივობების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ამ მიზნით, ერთი წლის განმავლობაში მან არაერთი საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა თანატოლებისთვის.
“ამ ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებიც დავგეგმე, მათ შორის, შიდსის და ძუძუს კიბოსთან ბრძოლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე დაუნის სინდრომთან დაკავშირებითაც იყო ერთ-ერთი საინფორმაციო კამპანია”.
ინფორმაციისთვის, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მოხალისეების გამოსავლენად კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდს“ ინიციატივით ჩატარდა.
ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).