ახალი ამბები

ვმუშაობთ, რომ ცხოველების მუნიციპალური თავშესაფარი გვქონდეს – გორის მერი

“ვმუშაობთ, რომ მომავალი წლისთვის თავშესაფარი მუნიციპალურიც იყოს” – განაცხადა გორის მერმა.

როგორც ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, მუნიციპალური თავშესაფრისთვის ახალი სივრცის მოწყობა იგეგმება, რომელიც ინტერმუნიციპალური თავშესაფრისგან დამოუკიდებლად იფუნქციონირებს.

გორის მერმა ასევე განმარტა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება იმ კანონპროექტის მიღებას ელოდება, რომელიც დაარეგულირებს შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის, მიტოვების და მათდამი დამოკიდებულების წესებს.

“პირველ რიგში, მოსახლეობასთან ცნობიერების ამაღლებაზე უნდა ვიმუშაოთ. მათი დახმარებით უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, როგორც იცით, ჩვენი თავშესაფარი არის ინტერმუნიციპალური და მომავალი წლისთვის ვმუშაობთ, რომ მუნიციპალურიც იყოს, რაც უფრო ეფექტური გახდეს ჩვენს მუშაობას”, – ამბობს ხინჩეგაშვილი.

დატოვეთ კომენტარი