ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა – დაშავდა 2 ადამიანი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარებთან ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 მამაკაცი დაშავდა.

დაშავებულები, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ხაშურის ერთერთ კლინიკაში გადაიყვნა.

ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარება მოვიდა და კლინიკაში გადაიყვანა“, – ამბობენ თვითმხილველები.

კლინიკის განმარტებით, პაციენტებს თავის მსუბუქი ტრავმა აღენიშნებათ და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა 25 დეკემბერს საღამოს საათებში მოხდა.

დატოვეთ კომენტარი