რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, გივი გინტური ამბობს, რომ ცხედრის და მანქანის ექსპერტიზის პასუხები ცნობილი არ არის, თუმცა ჰქონდა საშუალება პირადად ენახა დაცხრილული მანქანა.
“მანქანა ჯერ არ გამომატანეს, მაგრამ დავათვალიერე და რისი დათვლაც მოვასწარი 35-ზე მეტი ნატყვიარი ეტყობა, გამოძიებიდან სიახლე ჯერ არაფერია, მოთხოვნა უცვლელია, მკვლელების დასჯას ვითხოვთ, იურისტებთან გავივლით კონსულტაციას და სამართლის საპოვნელად ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, სტრასბურგისთვის მიმართვასაც ვგეგმავთ, მას შემდეგ, რაც აქ ყველა რესურსი ამოიწურება.გამოძიების დასრულებას ველოდებით”, – აცხადებს თამაზ გინტური.
შეგახსნებთ, რომ თამაზ გინტური 6 ნოემბერს კირბლის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.