ახალი ამბები

პრინციპულად არ გაგცემთ პასუხს – ხინჩეგაშვილი რუსეთში ვიზიტზე

„პრინციპულად არ გაგცემთ პასუხს”, – ასე უპასუხა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კითხვას რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

“პრინციპულად არ გაგცემთ პასუხს ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და სამუშაო პროცესებზე. არ გპასუხობთ ამ კითხვებზე. სხვა კითხვები თუ გაქვთ გიპასუხებთ”, განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

გორის მერი თამაზ გინტურის დაკრძალვის მეორე დღეს რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა დაბადების დღის წვეულებაზე. მას შემდეგ,რაც ეს ამბავი გასაჯაროვდა ხინჩეგაშვილი მედიას ემალებოდა, თუმცა საკრებულოს სხდომაზე მისვლის შემდეგ, მას მოუწია ოპოზიციის კრიტიკის მოსმენა და მედიისთვის კითხვებზე პასუხების გაცემა. კონკრეტულად, რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ხინჩეგაშვილმა პრინციპულად არ უპასუხა.

გორის მუნიციპალიტეტის თავმდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ ხინჩეგაშვილის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით, პრობლემას ვერ ხედავს.

“მე არ მისაუბრია ამ საკითხზე ლადოსთნ, მაგრამ მისი პასუხი იყო დამაკმაყოფილებელი, რომ ის ჩანაწერი, რომელსაც ატრიალებდნენ ტელევიზიები, ეს იყო 2019 წლის ჩანაწერი. ვერ გეტყვით იმყოფებოდა თუ არა, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ, ადამიანია ჩვეულებრივი და შეიძლება ვისთან წავიდა, რა შემთხვევა იყო ვერ იტყვი. მე საერთოდ რუსეთში არ ჩავალ, შეიძლება ცხოვრებაც ასე დავამთავრო, მაგრამ ვინც მიდის ზოგს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ზოგს ნათესავი გარდაეცვალა ან ვინმე ისეთმა ადამიანმა მიიწვია”, – განაცხადა დათო რაზმაძემ.

დატოვეთ კომენტარი