ახალი ამბები

ქარელში საახლწლო ღონისძიებები 26 და 31 დეკემბერს გაიმართება

ქარელში საახალწლო ღონისძიებები 26 და 31 დეკემბერს გაიმართება, – გვითხრა ქარელის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ვახტანგ თურქაძემ.

“საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქარელში საახალწლო ღონისძიება 26 დეკემბერს გაიმართება. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ატრაქციონები, იქნება თოვლის ბაბუც და სხვდასხვა გასართობი ბავშვებისთვის”.

თურქაძის თქმით, ამავე დღეს გალა კონცერტიც გაიმართება.

“იქნება გალა კონცერტიც, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რომელი მომღერლების მონაწილეობით”. 

რაც შეეხება 31 დეკემბერს, საახალწლო კონცერტს ქარელის მერია ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გეგმავს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი