ახალი ამბები

გორში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება – გამარჯვებული საზღვარგარეთ გაემგზავრება

გორში გაეროს ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება. საუკეთესო დელეგატი კი საზღვარგარეთ გაემგზავრება, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის ახალგაზრდული ცენტრი ავრცელებს. 

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება 16-17-18 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას შიდა ქართლში მცხოვრები, 15-30 წლის ახალგაზრდები მიიღებენ. 

ფორუმის მონაწილე ახლგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ახალი ადამიანები, იმსჯელონ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე, მიიღონ ცოდნა სხვადასხვა ქვეყნების გამოწვევებზე, განივითარონ გუნდური მუშაობის და დებატების კომპეტენციები“, – ამბობენ ორგანიზატორები. 

ფორუმის პირველი ორი დღე საკომიტეტო სამუშაოებსა და რეზოლუციის შემუშავებას დაეთმობა. მესამე დღე კი გენერალურ ასამბლეაზე შემუშავებული რეზოლუციების წარდგენისთვის იქნება.

“ჩვენი პროექტი ჩატარდება კოლეჯი “ამაგის” შენობაში, რომელიც ჩვენი პროექტის პარტნიორია. ფორუმში მონაწილეობა უფასოა, პროექტის განმავლობაში კვებისა და საკანცელარიო ხარჯები დაფინანსებულია. ფორუმზე გამოვლინდება საუკეთესოთა შორის საუკეთესო დელეგატი”.

გამარჯვებულ დელეგატს მთავარ პრიზს პარტნიორი ორგანიზაცია ამბრელა გადასცემს. 

“ის, ვინც ყველა დელეგატს აჯობებს, გაემგზავრება გაცვლით პროექტზე საზღვარგარეთ.”

პროექტი დაფინანსებულია EVZ Foundation-ის და გერმანიის Federal Foreign Office-მიერ, MeetUp! Youth For Partnership პროგრამის ფარგლებში.

ფორუმში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება ონლაინ შეუძლიათ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი