ახალი ამბები

გორში მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს საზეიმოდ აინთება 

გორში, ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ 17 დეკემბერს აინთება. ამის შესახებ ინფორმაციას, გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის განცხადებით, საზიმო ღონისძიებაში მონაწილეობას გორის გოგონათა გუნდი მიიღებს.

“ღონისძიებაზე მოეწყობა საახალწლო ფლეშმობი, ასევე იქნებიან ზღაპრის გმირები და ანიმატორები. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გორში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.