ახალი ამბები

ქარელის მერია 300 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ 200-200 ლარის პროდუქტს დაურიგებს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია 300 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ სასურსათო პაკეტებს დაურიგებს. პროდუქტების შესახებ მერიამ  60 000 ლარი გამოყო.

გეგმის მიხედვით, ოჯახებისთვის განკუთვნილ პაკეტში უნდა იყოს:

  • 4 ცალი ზეთი;
  • 2 კგ. მარილი;
  • 6 კგ. შაქარი;
  • მარგარინი; 
  • 2 ცალი შესქელებული რძე;
  • ჩაი;
  • ყავა;
  • ტომატი;
  • 1 კგ კარამელი;
  • 1 კგ შოკოლადი;
  • 3 შეკვრა კვერცხი;
  • 1 შეკვრა ორცხობილა;
  • მაიონეზი;
  • ბარდა;
  • 2 ცალი ლიმონათი;
  • 2 ცალი კაკაო;
  • 2 ცალი ვანილი;
  • 3 ცალი ქათამი;

აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, ქარელის მერიამ ნობათის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა გაზარდა. ასევე გაზრდილია პროდუქტების შესაძენად გამოყოფილი თანხის ოდენობაც. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.