გორის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 300 ოჯახს სასურსათო პაკეტს გადასცემს.
გორის მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საახალწლო პაკეტი 100 ლარის ფარგლებში მომზადდება.
“საახალწლოდ სასურსათო ნობათს მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300 ოჯახი. ესენი არიან დედ-მამით ობოლი ბავშვები, რეინტეგრაციაში მყოფი ოჯახები, მარტოხელა მშობლები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ოჯახები. სასურსათო პაკეტი 100 ლარის ფარგლებში მომზადდება, ამისთვის დაახლოებით 30 000 ლარია გათვალისწინებული”, – თქვა დიანა ბერიძემ.
ბერიძის თქმით, ოჯახების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
“ეს კატეგორიები შერჩეულია მერიის მიერ, თუმცა გვაქვს მომართვიანობაც, რასაც ვფიქრობ, რომ ვუზრუნველყობთ, იმიტომ რომ ვამზადებთ სხვა დანარჩენ პაკეტებსაც”, – განმარტა მან.