ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს ერთადერთი კანდიდატი ალექსანდრე მღებრიშვილი 

გორის უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს ერთადერთი კანდიდატი ალექსანდრე მღებრიშვილი  რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში დღეს ჩატარდა და მას აკადემიურმა საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. 

ფარული კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ანა დათუაშვილმა აკადემიურ საბჭოს გააცნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომლის მიხედვითაც აკადემიურმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ალექსანდრე მღებრიშვილის კანდიდატურას”, – ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში, 

ალექსანდრე მღებრიშვილი რექტორის თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მღებრიშვილი 16 ოქტომბრიდან რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მაშინაც გადაწყვეტილება საბჭომ ერთხმად მიიღო. მღებრიშვილამდე კი, უნივერსიტეტს გიორგი სოსიაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, გორის საკრებულოდან საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა.  

ამავე თემაზე: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ალექსანდრე მღებრიშვილი უხელმძღვანელებს 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.