ახალი ამბები

“ალბათ უნდათ, კიდევ ქვემოთ ჩამოვიდნენ და ეს ტერიტორიებიც მიიტაცონ”, – ლუდა სალია ხურვალეთიდან 

ალბათ უნდათ, კიდევ ქვემოთ ჩამოვიდნენ და ეს ტერიტორიებიც მიიტაცონ, – უთხრა ჟურნალისტებს ხურვალეთში მცხოვრებმა ლუდა სალიამ. 

მისი თქმით, ხურვალეთის სიახლოვეს რუსი ოკუპანტები დღეს დილიდან გამოჩნდნენ. 

“გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, საკმაოდ ბლომად იყვნენ. რას აკეთებდნენ, აქედან ვერ დავინახე, მაგრამ არ იყო სასიამოვონო. შევძახე, დავუყვირე, აქ რას აკეთებთ, კიდევ გამოჩნდით მეთქი? ალბათ უნდათ, კიდევ ქვემოთ ჩამოვიდნენ და ეს ტერიტორიებიც მიიტაცონ. მე წყაროზეც ვერ ჩავდივარ, ნამდვილად არ მინდა ტატუნაშვილი, ოთხოზორია გინტურის სიას შევემატო“, – ამბობს სალია. 

რუსი ოკუპანტების გადაადგილების ამსახველი კადრები “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქაცარავამაც გაავრცელა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები