კასპის მუნიციპალიტეტის მერია მრავალშვილიანი და გაჭირვებული ოჯახებისთვის საახალწლოდ საკვებ პროდუქტებს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და დაწყებულია წინადადებების მიღება.
მერიას სურს, რომ 140 ცალი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები მრავალშვილიან, შეჭირვებული ოჯახების დედ-მამით ობოლ (18 წლამდე ასაკის) ბავშვებს, მარტოხელა მოხუცებს და შეჭირვებული პირებს გადაცეს.
“მოზაიკა” გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც სასაჩუქრე პაკეტში შევა:
- გაყინული ქათამი 2კგ;
- შოკოლადის კანფეტი 2კგ;
- მცენარეული ზეთი 2 ლ;
- შაქარი 2 კგ;
- შესქელებული რძე;
- გაზიანი სასმელი;
- კარაქი;
- მანდარინი;
- ვაფლი 600 გრ;
- გოზინაყი 1კგ;
- ნამცხვრის ფირფიტები 1 შეკვრა.
პროდუქტების შესაძენად კასპის მერიას 10 220 ლარი აქვს გათვალისწინებული.
დატოვეთ კომენტარი