ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებაში გზების მოწესრიგებას 7 000 000 ლარი მოხმარდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა 2024 წელს მოწესრიგდება.

ხაშურის მუნიცპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გიორგი პაპიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშოებში 7 მლნ ლარი დაიხარჯება.

გზების მოწესრიგება დაგეგმილია შემდეგ სოფლებში: 
  • წრომი;
  • ზეკოტა;
  • სურამი, ტაბიძის ქუჩა #2 გზის მონაკვეთი;
  • ტეზერი;
  • ახალსოფელი;
  • ქინძათის და დუმაცხოვის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი;
  • ქვიშხეთში მჭედლიშვილების ქუჩის გზის მონაკვეთი;
  • ქვიშხეთში 22-ე და 25 -ე ქუჩები;
  • სურამში,იტრიას მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა;
  • ალიდან ნაბახტევამდე მისასვლელი გზა. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი