ახალი ამბები

რუსეთში გამართული წვეულების მეორე დღეს, გორის მერმა შვებულებით ისარგებლა

“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშილი 13 ნოემბერს შვებულებაში იმყოფებოდა, ერთი დღით ადრე კი, 12 ნოემბერს რუსეთში დაბადების დღე მისმა მეგობარმა ანატოლი ავაზნელმა გადაიხადა. 

50 წლის იუბილის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. უკვე დადასტურდა, რომ წვეულებას სტუმრები გორიდანაც ესწრებოდნენ, მათ შორისაა გორის საკრებულოს თავმდჯომარის სიძე ვახტანგ კარიჭაშვილიც. 

ინფორმაციას რუსეთში გორის მერის ყოფნის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება არ ადასტურებს, თუმცა როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, წვეულების მეორე დღეს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამსახურში არ მისულა. 

“13 ნოემბერს ხინჩეგაშვილს შვებულება ჰქონდა დაწერილი”, – გაარკვია “მოზაიკამ”. 

ანატოლი ავაზნელის დაბადების დღე კვირას იყო, გორის მერმა კი შვებულებით ორშაბათს ისარგებლა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ანატოლი ავაზნელის დაბადების დღეებზე წინა წლებშიც არის დაფიქსირებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.