ახალი ამბები

შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის “ლიდერთა ბანაკი” მოეწყობა 

შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის “ლიდერთა ბანაკი” მოეწყობა. 4-დღიანი ბანაკის ორგანიზატორი  “დიმიტრი ყიფიანის საინიციატივო საზოგადოებაა”, რომელიც გორის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი სტუდენტური გაერთიანებაა. 

ბანაკში მონაწილეობა 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ და ბანაკის ფარგლებში, ისინი 4 დღეს ბაკურიანში გაატარებენ. 

მათ მიეცემათ შესაძლებლობა სოციალური ინტეგრაციის, აქტიური დასვენების, არაფორმალური განათლების მიღების და საკუთარი ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენი. გარდა ამისა, ბანაკი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას”, – ამბობენ ორგანიზატორები. 

ბანაკის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება. პროექტის განმავლობაში, მონაწილეებისთვის ჩატარდება ლექციები ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ლიდერული უნარ-ჩვევები, პროექტების დაგეგმვა-განხორციელება და სტრესის მართვა.

ბანაკში რეგისტრაცია ახალგაზრდებს 18 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ. შერჩეული მონაწილეები ბაკურიანში 28 ნოემბერს გაემგზავრებიან. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი