ახალი ამბები

ქარელის მერია საახალწლო განათებებში 60 000 ლარით ნაკლებს დახარჯავს, ვიდრე წინა წელს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო განათებებზე წელს 26 000 ლარამდე დახარჯვას გეგმავს. აღნიშუნული თანხა, გასულ წელთან შედარებით თითქმის 60 000 ლარით ნაკლებია.  მერიამ ტენდერი მოწყობილებების შესაძენად უკვე გამოაცხადა.

“მოზაიკა” გთავაზობთ განათებების ჩამონათვალს: 
  • სტრინგი 50 მ-იანი 60 ცალი;
  • ზარი, სიმაღლე 120-150 სმ სიგანე 120-150 სმ. დიოდური მილით 5 მეტრი;
  • ანგელოზი, სიმაღლე 160-200 სიგანე 60-80 სმ დიოდური მილით, სტრინგით 4 მეტრი;
  • ბაფთა, სიმაღლე 160-200 სმ სიგანე 70 – 80 სმ. დიოდური მილით, სტრინგით 4 ცალი;
  • ნაძვის ხის ბურთი, სიმაღლე 170-190 სიგანე 70-90 სმ დიოდური მილით 4 ცალი;
  • ჯონჯოლი 70 ცალი;
  • დიოდური მილის შტეკერი ჩანგლებით 20 ცალი;

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წელს საახალწლო განათებების შეძენაზე 86 000 ლარი დახარჯა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი