ახალი ამბები

ხიდისთავში მოსწავლეებისთვის ხალიჩების ქსოვის წრე გაიხსნა

ხიდისთავის სახელოვნებო სკოლაში ხალიჩების ქსოვის წრე გაიხსნა. შესაბამისი დანადგარები სკოლას გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ გადასცა, რომელმაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. 

“კონკურსი საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების და სტუდიების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად და სწორედ, მაგ მიზნით კოტე მეღვინეთუხუცესის სახელობის ხელოვნების სკოლას გადმოგვეცა ხალიჩის საქსოვი დაზგები”, – გვითხრა ნინო კორკოტაშვილმა, რომელიც სახელოვნებო სკოლის მასწავლებელია და მოსწავლეებს ტრადიციული ქსოვას ასწავლის. 

ნინო კორკოტაშვილის თქმით, სკოლაში უკვე შეიქმნა ხალიჩების ქსოვის წრე, რომელიც 20 მოსწავლეს აერთიანებს. 

“სახელოვნებო სკოლაში დადიან როგორც ხიდისთავის, ასევე ქვახვრელის, უფლისციხის და აზნეთის სკოლის მოსწავლეები. ჩვენი მიზანია ძველი ტრადიციული, მივიწყებული კულტურის გაცოცხლება და ახალგაზრდების მეტი დაინტერესება”, – გვითხრა სახელოვნებო სკოლის მასწავლებელმა. 

სახელოვნებო სკოლის უახლოესი გეგმა მოსწავლეთა მიერ მოქსოვილი ხალიჩების გამოფენა და სხვადასხვა ღონისძიებებზე წარდგენაა. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი