ახალი ამბები

“ვცდილობთ, ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებით, დავიცვათ ბავშთა უფლებები”

“ჩვენ ვცდილობთ, ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერებით, გავაუმჯობესოთ ბავშთა უფლებრივი მდგომარეობა”, – გვითხრა მედეა პავლიაშვილმა, რომელიც გორში პროექტის “Changemakers Program 2023” განხორციელებას უზრუნველყოფს. 

პროექტში 30 გორელი ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების თუ მათი საჭიროებების წინ წამოწევის მიზნით, სხვადასხვა პროექტებს დაგეგმავენ და განახორციელებენ. 

“Პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა კომპეტენტური მენტორების შერჩევა, რომლებიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებენ ამ ახალგაზრდებთან და დაუჭერენ მხარს რომ ყველა ახალგაზრდამ დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი ინიციატივა ბავშვთა უფლებების შესახებ”. 

გორელი  მონაწილეების გარდა, პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები კიდევ 70 ახალგაზრდაა ჩართული. 

“პროგრამაში ჩართულები არიან 12-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. მომდევნო თვეში თითოეული მათგანი უკვე დაიწყებს აქტივობების ორგანიზებას, დაგეგმვის და შეფასების ფაზების ჩათვლით”.

საკუთარი იდეების პროექტებად ქცევის შემდეგ, ახალგაზრდები მცირე გრანტებს მიიღებენ, რათა დაგეგმილი აქტივობების განხორციელება შეძლონ.

“პროექტს საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაცია “ამბრელა”, KidsRights-ის ​ ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ახორციელებს და სამომავლოდაც კიდევ ვგეგმავთ ახალგაზრდების მხარდაჭერას”.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი