ახალი ამბები

გორში, პუშკინისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანი დამონტაჟდა 

გორში, პუშკინისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობას შუქნიშანი დაარეგულირებს, – ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. 

აღნიშნულ ადგილას საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით ტექნიკური მოწყობილობა პირველად მონტაჟდება.

“ბოლო პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეინიშნებოდა მოძრაობის ინტენსივობის ზრდა, რაც პირდაპირპროპორციულად ისახებოდა სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობაზე.აქედან გამომდინარე, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით მიიღო გადაწყვეტილება შუქნიშნის დამონტაჟების შესახებ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.