ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი კირბალში თამაზ გინტურის სამძიმარზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში თამაზ გინტურის სამძიმარზე მივიდა. 

პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ მოკლულის ოჯახს სამძიმარი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზეც გამოუცხადა, ახლა კი პირადად მიუსამძიმრა.

“არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება, ჩვენ ტერიტორიაზე. ამას ჰქვია “რუსეთის მშვიდობიანი” პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება საუკუნეების მანძილზე, ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

თამაზ გინტური დღეს საკუთარ სახლში გადაასვენეს.

დატოვეთ კომენტარი