ახალი ამბები

გორელი მოსწავლეები 3 თვის განმავლობაში ინგლისურს უფასოდ შეისწავლიან 

გორელ მოსწავლეებს გერმანელი მოხალისეები 3 თვის განმავლობაში ინგლისურს უფასოდ შეასწავლიან. 

როგორც გორის განვითარების სააგენტოში განმარტავენ, გაკვეთილები კვირაში ორჯერ, ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობაში ჩატარდება. 

“ინგლისურის ენის შესწავლის პროცესი ორიგინალური, სახალისო მეთოდებით, აქტივობებითა და თამაშებით წარიმართება. კურსის ხანგრძლივობა სამ თვეს გასტანს, რის შემდეგაც სააგენტო კურსს ახალი მონაწილეებით დააკომპლექტებს. ამჟამად ენის შემსწავლელ კურსებს 13-დან 18 წლამდე ასაკის 20 მოსწავლე გადის”, – გვითხრა გორის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ედიშერაშვილმა.

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია European Intercultural Forum e.V. – თან ერთად, ევროპის სოლიდარობის კორპუსის (ESC) პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “აღმოაჩინე კავკასია“ ფარგლებში.


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი