ახალი ამბები

“მერკური” – გორის N1 სკოლის კლუბი, რომელიც მცირე საწარმოს დაარსებას გეგმავს

გორის N1 საჯარო სკოლაში სამეწარმეო კლუბი “მერკური” არსებობს, რომლის წევრებსაც სკოლის ბაზაზე მცირე საწარმოს შექმნა სურთ. 

“სამომავლოდ გვინდა, რომ სკოლის ბაზაზე დავაარსოთ მცირე საწარმო, ამ იდეის დამუშავების პროცესში ვართ”, – გვითხრა სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებელმა ხატია მშვიდობაძემ, რომელმაც კლუბი საკუთარ მოსწავლეებთან ერთად ჩამოაყალიბა. 

კლუბის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი, მოტივაციური, კრეატიული, კულტურული თანამშრომლობითი, სამეწარმეო და სოციალური უნარ – ჩვევების განვითარებაა.

“მე და ჩემმა მოსწავლეებმა გასული წლის ნოემბერში ჩამოვაყალიბეთ სასკოლო სამეწარმეო კლუბი “მერკური”. კლუბი გთავაზობთ ლოგოს დამზადებას სხვადასხვა ტიპის და შინაარსის მიხედვით. უკვე მეორე წელია, გვაქვს ტრენინგების კურსი, ტრენერები მოსწავლეები, კლუბის წევრები არიან”, – ამბობს კლუბის ხელმძღვანელი.

კლუბი ამჟამადაც აგრძელებს 2022 – 2023 სასწავლო წელს დაწყებულ ტრენინგების ციკლს ტექნოლოგიური უნარ – ჩვევების გასაუმჯობესებლად დაწყებითი, საბაზო, საშუალო კლასის მოსწავლეებისათვის და სკოლის მასწავლებლებისთვის.

ტრენინგების პარალელურად კი, როგორც კლუბის ხელმძღვანელი ამბობს, აქტიურად მონაწილეობენ  სხვადასხვა კონკურსებში და სტუმრობენ საწარმოებს, რათა სამეწარმეო საქმიანობის სპეციფიკაში გაერკვნენ და მომავალში საკუთარი საწარმოს შექმნა შეძლონ. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.