ახალი ამბები

მორიგი შეხვედრა ერგნეთში – რა საკითხებზე საუბრობს საოკუპაციო რეჟიმთან ქართული მხარე

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, 115-ე შეხვედრა იმართება. ქართული მხარე აპროტესტებს ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში უკანონოდ განხორციელებელ ქმედებებს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წინა შეხედრიდან დღემდე ბორდერიზაციის სამი შემთხვევა, მათ შორის ახალი მავთულხლართების გავლების ფაქტი დაფიქსირდა სოფელ ერგნეთში. ასევე, რუსმა ოკუპანტებმა ბოლო ორ დღეში უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

ბოლო შემთხვევა გუშინ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტიძირთან მოხდა. ოკუპანტებმა შუა ხნის მამაკაცი, იმ დროს გაიტაცეს, როცა პირუტყვს მწყემსავდა.

ინფორმაციისთვის, ამ დრომდე, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება. 

დატოვეთ კომენტარი