ახალი ამბები

ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის პედაგოგს მედეა ტრამაკიძეს მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცა 

ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, მედეა ტრამაკიძეს მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 000 ლარი გადაეცა. 

მედეა ტრამაკიძის პროფესიული საქმიანობის ამბავი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამაჩაბლოს უახლეს ისტორიასთან.

მან მუშაობა 1978 წელს ცხინვალის რაიონის, დისევის 8 წლიან სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო. მედეა ტრამაკიძის ინიციატივით სოფელ მამისაანთუბანში დაწყებით სკოლა დაარსდა. 

ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონია წელს პირველად გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით, სულ 11 მასწავლებელი დაჯილდოვდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.