შიდა ქართლში, მათემატიკის ერთტურიანი ოლიმპიადა ტარდება, რომლის ორგანიზატორი სკოლა “განთიადია”. ოლიმპიადა 18-19 ნოემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას გორის, კასპის, ხაშურის და სურამის სკოლების II, III, IV, V, VI კლასის მოსწავლეები მიიღებენ.
“მოცემული ტესტები არ არის რთული და შესაბამისობაშია ეროვნულ-სასწავლო გეგმასთან. ჩვენი მიზანია ბავშვები მივაჩვიოთ თანამიმდევრულ აზროვნებას”, – უთხრეს “მოზაიკას” სკოლის ადმინისტრაციაში.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა 16 ნოემბრამდე შეუძლიათ.
მონაწილეობის საფასური 20 ლარია – თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ანგარიშის ნომრებზე:
- თიბისი ბანკი (TBC): GE91TB7855636080100005
- ლიბერთი ბანკი (LB): GE56LB0111113388728000
დატოვეთ კომენტარი