ახალი ამბები

ხაშურის საპატიო მოქალაქე ნინო ქურდაძე გარდაიცვალა 

ხაშურის  საპატიო მოქალაქე ნინო ქურდაძე -გელაშვილი გარდაიცვალა. მას ერთ თვეში 101 წელი შეუსრულდებოდა.

იგი იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი და ღვაწლმოსილი პედაგოგი.  მას 100 წლის იუბილე გასულ წელს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვა წევრებმა მიულოცეს. 

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ხაშურის საპატიო მოქალაქე – ღვაწლმოსილი პედაგოგი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ნინო ქურდაძე-გელაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს”, – ნათქვამია ხაშურის მერიის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ ნინო ქურდაძე იყო ერთადერთი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ხაშურის მუნიციპალიტეტში. 

დატოვეთ კომენტარი