სოფელ ვაყაში, მდინარე ჭერათხევის მონაკვეთზე, დაზიანებული ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხაშურის მერიის ინფორმაციით, მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
“მონაკვეთი მეწყერსაშიშ ზონას წარმოადგენს, ამიტომ სამუშაოების ჩატარება მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, სამუშაოები კომპლექსურია და ბევრ ნიუანსს ითვალისწინებს, რაც მშენებელი კომპანიის მხრიდან ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული”, – ამბობენ ხაშურის მერიაში.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული სამუშაოებისთვის ტენდერი 2 თვის წინ გამოცხადდა. პროექტის ღირებულება 411 746 ლარია.
ამავე თემაზე: “შესაძლოა განვითარდეს მეწყრული პროცესები” – რა ხდება მდინარე ჭერათხევის მონაკვეთზე