ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 2 სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს 

გორის მუნიციპალიტეტის 55  საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა, აქედან ორ სკოლაში დირექტორი ვერ აირჩიეს. 

საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ორ სკოლაში წარგენილი იყო ასევე ორ-ორი კანდიდატიც. 

“67 -იდან 55 სკოლაში იყო კანდიდატი წარდგენილი. მათ შორის, 2 სკოლაში იყო 2-2 კანდიდატი. მე-12 სკოლაში და ქვემო ხვითის. 55 სკოლაში ჩატარდა არჩევნები, აქედან ორი სკოლა დარჩა არჩევანის გარეშე, ანუ მეორე საჯარო სკოლაში ჩავარდა კანდიდატი, რადგან ერთი ხმა მიიღო, ზემო ნიქოზის სკოლაში წარდგენილ კანდიდატმა 6 წევრიდან 3 ხმა მიიღო და სამი წევრი წინააღმდეგი იყო”, – განმარტა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

მისივე  თქმით, მე-2 საჯარო სკოლაში წარდგენილ ერთადერთ კანდიდატს სამეურვეო საბჭოს 13 წევრიდან მხარი, მხოლოდ ერთმა დაუჭირა, ხოლო 12 წინააღმდეგი იყო. 

დატოვეთ კომენტარი