ახალი ამბები

“ფეკალიები სახლში ამოდის” – გორში, ცხინვალის #47-ში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

გორში, ვოლოგდის დასახლებაში, ცხინვალის #47 -ში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულებზე გაუმართავი კანალიზაციის გამო, ფეკალიები ბინებში ამოსდით. 

ადგილობრივების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საკანალიზაციო მილები მერიამ გამოცვალა, მათი პრობლემა არ მოგვარებულა და პირიქით, გაუარესდა. 

“არც პროექტი შეამოწმეს, საერთოდ ვის გააკეთებინეს არ ვიცით. სულ ამ დშეში ვართ, ყველა პირველ სართულს ამოსდის თითქმის”, – გვითხრა ერთ-ერთმა აგილობრივმა.  

“მას მერე, რაც გორის მერიის დაფინანსებით კანალიზაციის მილები ეზოში გამოვცვალეთ, ფეკალიები პირველ სართულზე ამოდის. აი, ეს არის ტენდერში გამარჯვებული უნიჭო ადამიანის გაკეთებული საქმე”, – ამბობს ფიქრია გერკენაშვილი. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემა არასწორად დამონტაჟდა და თავიდანაა გასაკეთებელი. 

“ვინც წმენდს, ისინი ამბობენ, რომ მილები არასწორადაა ჩაყრილი და დემონტაჟია საჭირო”, – გვითხრა თამუნა აბუსელიძემ. 

მოსახლეობა ამბობს, რომ მერიას ამ პრომბლემით რამდენჯერმე მიმართეს თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. 

“მილები და სახურავი, რომ გამოცვალეს კაციშვილი არ ამოსულა მერიიდან და არ შეუმოწმეს რას აკეთებდნენ. სახურავსაც გასდიოდა, ხალხმა საკუთარი ხარჯებით შეაკეთა, კანალიზაციაც ამოდიოდა და ჩვენი ხარჯებით ვწმენდდით თითო ამოსვლა ჯდება 50 ან 100 ლარი”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.