გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს დღეიდან ალექსანდრე მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.
დღეს, 16 ოქტომბერს მღებრიშვილი უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად აირჩია რექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
“მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ერთხმად არჩეულ იქნა პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაშია, რომელსაც უნივერსიტეტი ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ახალი ხელმძღვანელის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი სოსიაშვილმა შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და პარლამეტნში გორი-კასპის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატი გახდა. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე მღებრიშვილი რექტორად 2019 წელსაც აირჩიეს, 5 წლის ვადით, თუმცა მალევე აღნიშნული თანამდებობა დატოვა და რექტორის პოზიცია კვლავ გიორგი სოსიაშვილმა დაიკავა.