ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მამამ შვილი მოკლა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში 39 წლის მამაკაცი მამამ მოკლა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. 

როგორც ირკვევა, კაცმა შვილს თავის არეში ჭრილობები ნაჯახით მიაყენა. 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  განძრახ მკვლელობას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.