გორში, იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ირკვევა ერთ-ერთი მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები იმყოფებოდნენ.
შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვას და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებს.
დატოვეთ კომენტარი