ახალი ამბები

ხაშურის 18 სკოლაში დირექტორს 16 ოქტომბერს აირჩევენ

ხაშურის მუნიციპალიტეტის 32 საჯარო სკოლიდან 18 -ში დირექტორის არჩევნები 16 ოქტომბერს ჩატარდება, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” ხაშურის რესურცენტრის უფროსმა ზვიად გოგუაძემ მიაწოდა. 

“არჩევნები 16 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის 18 სკოლაში ორ ეტაპად ჩატარდება. ყველა სკოლას ერთი კანდიდატი ჰყავს. დირექტორობის კანდიდატი წარადგენს პროგრამას და დასრულების შემდეგ სამეურვეო საბჭოები ჩაატარებენ კენჭისყრას”, -გვითხრა გოგუაძემ.

16 ოქტომბერს ახალ დირექტორს აირჩევენ: 

  • ხაშურის 1-ელ საჯარო სკოლაში;
  • ხაშურის მე-3 საჯარო სკოლაში;
  • ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში;
  • ხაშურის მე-5 საჯარო სკოლაში;
  • ხაშურის მე-6 საჯარო სკოლაში;
  • ხაშურის მე-8 საჯარო სკოლაში;
  • ხაშურის მე -9 საჯარო სკოლა;
  • სურამის 1-ელ საჯარო სკოლაში;
  • სურამის მე-3 საჯარო სკოლაში;
  • სურამის მე-4 საჯარო სკოლაში;
  • გომის საჯარო სკოლაში;
  • ნაბახტევის საჯარო სკოლაში;
  • ტკოცის საჯარო სკოლაში;
  • სატივეს საჯარო სკოლაში;
  • ოსიაურის საჯარო სკოლაში;
  • ხცისის საჯარო სკოლაში;
  • წრომის საჯარო სკოლაში;
  • ცხრამუხის საჯარო სკოლაში;
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი