ახალი ამბები

ნაბახტევის ხიდის აღდგენას 500 000 ლარამდე დასჭირდება – ხაშურის მერია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში ჩანგრეული ხიდის აღდგენას სავარაუდოდ 500 000 ლარი დასჭირდება, – განაცხადა ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა. 

გიორგი პაპიაშვილმა სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაზე იმ სპეციალური კომისიის სხდომაზე ისაუბრა, რომელსაც ხიდის ჩანგრევის საკითხის შესწავლა ევალდებოდა. კომისიას ხაშურის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე ხელმძღვანელობდა. 

მოხდა მდინარის ადიდება,ბურჯის გამორეცხვა,რამაც გამოიწვია ბურჯის გადახრა,რაც შეეხება ზოგიერთი საინფორმაციოს მიერ გავრცელბულ ინფორმაციას,რომ ხიდი გზის დაგების დროს იყო დაზიანებული, ეს არის ტყუილი”, – განაცხადა ქურდაძემ. 

მისი თქმით, სპეციალური კომისიის დასკვნა უკვე მომზადებულია, რომლის საფუძველზეც ხიდის რეაბილიტაციის ახალი პროექტი მომზადდება და სამუშაოების ზუსტი ღირებულებაც გაირკვევა. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ნაბახტევთან, საავტომობილი ხიდი 5 ოქტომბერს ჩაინგრა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი