ახალი ამბები

7-8 ოქტომბერს გორის მუნიციპალური ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით ივლის 

7-8 ოქტომბრის დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ავტობუსების მარშრუტებში იქნება მცირე ცვლილება, – ნათქვამია გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. 

სააგენტოს ცნობით, ცვლილება იმ ავტობუსებს შეეხება, რომლებიც ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილდებიან. 

“ავტობუსი 2, 2ა, 4ა, 5ა, 7, 6, 6ა  ჭავჭავაძის გამზირის (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) ნაცვლად, გადაადგილდება ამილახვრის ქუჩით”, – განმარტავენ სააგენტოში. 

დატოვეთ კომენტარი