ახალი ამბები

გორში, ძველი ცირკის ადგილას რესტორანი იხსნება

გორში, ძველი ცირკის ტერიტორიაზე რესტორანი იხსნება. სადღესასწაულო სივრცეში სტუმრების მიღება 14 ოქტომბრიდან დაიწყება. 

რესტორანი “გორის ინნ”-ის სასტუმროს მიმდებარედ მოეწყო და როგორც “ინნ ჯგუფის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სივრცე, სადაც სხვადასხვა სახის სადღესასწაულო ღონისძიების გამართვა იქნება შესაძლებელი, ძველი ცირკის მსგავსია. 

“ალბათ გაინტერესებთ, რატომ ჰქვია გორში, ახალ გასტრო-სივრცეს „ცირკი“ და რატომ აქვს შაპიტოს ფორმა. ახალბაღის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში ცირკი ფუნქციონირებდა, რომელიც დღემდე თითოეული გორელისთვის ხალისთან, ბედნიერებასთან და სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, თუმცა ცირკი 90-იან წლებში ხანძარს ემსხვერპლა. მართალია სპილოს და კლოუნებს ვერ დაგახვედრებთ, თუმცა მთელი ძალებით შევეცდებით რესტორანმა, რომელსაც ცირკის ფორმა აქვს, ისეთივე დადებითი ემოციები გამოიწვიოს თქვენში, როგორიც ეს ძველად იყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

აღნიშნული სივრცე 600 კვ.მ-ს მოიცავს და 500 ადაიანზეა გათვლილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.