ახალი ამბები

“გორში კომპეტენციის დადასტურების გამოწვევა პედაგოგებს დაძლეული აქვთ” – გორის რესურსცენტრის უფროსი

მოზარდი თაობის აღზრდა  თავისთავად არის დიდი პასუხისმგებლობა და სკოლა არ არის მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღების ადგილი, – უთხრა “მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფორმა. 

ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, საგნის სწავლებასთან ერთად, მასწავლებელს უწევს მოზარდებში სხვადასხვა უნარების განვითრებაზე მუშაობაც. 

“სკოლაში მასწავლებელს არ უწევს მხოლოდ, კონკრეტული საგნის ცოდნის გადაცემა მოსწავლეებისთვის. კარგი პედაგოგი ასევე მუშაობს სხვადასხვა უნარების გადაცემაზეც და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც დიდია. რაც შეეხება გამოწვევებს კომპეტენციის დადასტურების მიმართულებით,  ჩვენს მუნიციპალიტეტში პედაგოგებს დაძლეული აქვთ”, – აღნიშნა ტერმაკოზაშვილმა. 

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.