ახალი ამბები

ხაშურის საკრებულოს დეპუტატი მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაჯილდოვდა

ხაშურის საკრებულოს წევრი, ნიკა თიკანაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, 2023 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ დააჯილდოვა. 

განათლების სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდა მკვლევრებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი სამეცნიერო მიღწევებისა და სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მოკლე პრეზენტაციებიც წარუდგინეს.

ნიკა თინიკაშვილმა კონკურსში ჯილდო მიიღო ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. 

აღნიშნულ კონკურში ჯილდო სხვადასხვა მიმართულებებით მიიღო კიდევ 6-მა კონკურსანტმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი