ახალი ამბები

“უახლოეს პერიოდში დავტოვებ რექტორის პოზიციას” – გიორგი სოსიაშვილი

“უახლოეს პერიოდში დავტოვებ ლექტორის პოზიციას”, – ამ საკითხზე გიორგი სოსიაშვილმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მიმართვის დროს განაცხადა.

სოსიაშვილის თქმით, პარლამენტის წევრობა და რექტორობა კანონით შეუთავსებელია, ამიტომ  ის უნივერსიტეტში ლექტორის პოზიციაზე დარჩება.

​”უახლოეს პერიოდში უნდა დავტოვო ლექტორის პოზიცია, იმიტომ რომ შეუთავსებელია პარლამენტის წევრობა და რექტორობა, თუმცა მე ვრჩები უნივერსიტეტში ლექტორად და ჩავატარებ ლექციებს. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ თოთოეულ თქვენთაგანს დაგეხმაროთ, გეიმედებოდეთ, რომ გორში არის თქვენთვის შესაფერისი გარემო და არსად წასასვლელი არ გქონდეთ. გადინება ინტელექტისა ნიშნავს ჩვენი სოფლების, ქალაქების დაცლას, ინტელექტი ქმნის ყველაფერს და მე მინდა, თითოეული თქვენთგანის ინტელექტი ამ ქალაქმა, ჩვენმა საზოგადოებამ ჩვენი მომავლისთვის გამოიყენოს”, – აღნიშნა სოსიაშვილმა

შეგახსენებთ, რომ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში გიორგი სოსიაშვილმა გორი – კასპის ოლქში ამომრჩეველთა ხმების 93 % მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.