ახალი ამბები

“ქართლის ლიგა 2023” – ის ფინალში გორი და ხაშური ითამაშებენ

კასპში ჩატარდა ნახევარფინალური მატჩები ,,ქართლის ლიგა 2023″-ის ფარგლებში, მოყვარულ ფეხბურთელთა შორის, – ინფორმაციას გორის “დილა” ავრცელებს. 

მოყვარულ ფეხბურთელებს შორისაა გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. 

ნახევარფინალური მატჩები გორის და ხაშურის გამარჯვებით დასრულდა. 

  • გორი – კასპი 2:1;
  • ხაშური – ქარელი 3:2;

მესამე ადგილისათვის მატჩში შეხვდებიან: ქარელი – კასპი.

ფინალის და მესამე ადგილისათვის მატჩები ჩატარდება 28 სექტემბერს.

დატოვეთ კომენტარი