ახალი ამბები

ავარია გორის ცენტრში – შემთხვევა შუქნიშანთან მოხდა 

გორის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. 

შემთხვევა შუქნიშანთან მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა რამდენიმე მგზავრი. 

დატოვეთ კომენტარი