ახალი ამბები

ქვემო ნიქოზში, სტადიონზე ბავშვს დენმა დაარტყა 

ქვემო ნიქოზში, სტადიონზე ბავშვს დენმა დაარტყა, – ამის შესახებ “მოზაიკას” სოფლიდან აცნობეს.  ადგილობრივის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. 

“წუხელ მოხდა ეს ამბავი. დენის დარტყმის მერე, მცირეწლოვანმა ბავშვმა გონება დაკარგა, თუმცა საბედნიეროდ გადარჩა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

წინასწარი ინფორმაციით, სპორტული მოედანი, სადაც ბავშვს დენმა დაარტყა, სოფელში ახალი მოწყობილია.  

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.