ახალი ამბები

გორში ავარიის დროს ავტომანქანა მაღაზიას შეეჯახა 

გორში, ცხინვლის გზატკეცილზე გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი მათგანი მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მაღაზიას დაეჯახა. 

ადგილზე მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.