გორის მუნიციპალიტეტის მერიის თქმით, გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დასამტკიცებლად რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებისგან ელოდებიან.
“დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას და საჭიროებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებს”, – მოგვწერეს მერიიდან.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ მიზეზით უარი თქვა გენ.გეგმასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე, რისი სურვილიც სამოქალაქო სექტორს ჰქონდა.
“აღნიშნული რეკომენდაციებისა და შეფასების მიღების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მერიის წერილში.
გენ.გეგმის დამტკიცების გაჭიანურებულ პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს. სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად, სამოქალაქო სექტორს გორის მერიასთან შეხვედრა და საუბარი სურდა, თუმცა უწყება მათი ინტერესის დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გორის განაშენიანების გენერალური გეგმის ვერდამტკიცების მიზეზად საჭირო დოკუმენტების ნაკლებობა უკვე წლებია სახელდება.
ამავე თემაზე: გენ.გეგმის გარეშე, მშენებლობებს და ქონების გასხვისებას მხარს არ ვუჭერთ – ოპოზიცია გორში
ამავე თემაზე: გენ.გეგმის დამტკიცებამდე, გორის მერიას კორპუსების მშენებლობების შეჩერებას სთხოვენ
ამავე თემაზე: თავიდან უნდა ავირიდოთ ბეტონის ჯუნგლები და გორის “თბილისიზაცია” – ლექსო მერებაშვილი
ამავე თემაზე: რა არის მიწათასრგებლობის გენერალური გეგმა და რატომ გვჭირდება