ახალი ამბები

გორთან, ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილების ელექტროდამტენი დამონტაჟდა 

თბილისის მერიის ინიციატივით, 20 ელექტროდამტენი ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე 4 ადგილზე დამონტაჟდა. 

ერთ-ერთი ელექტრო დამტენი გორის მიმდებარედ, ავტომაგისტრალის დასავლეთის მიმართულებით მოეწყო, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. 

ელექტროდამტენების სადგურები ასევე მოწყობილია და ფუნქციონირებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თერჯოლა-ზესტაფონის მონაკვეთზე, გზის ორივე მხარეს და ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალციხის მიმართულებით.

დატოვეთ კომენტარი