ახალი ამბები

ცერონისის სკოლის პედაგოგმა დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიიღო

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიიღო.

72 წლის ნუნუ ჯამბაზიშვილი სკოლაში მუშაობა 38 წლის წინ დაიწყო და რამდენიმე წლის წინ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. 

“ჩემთვის დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო ბევრს ნიშნავს. უფრო ბევრ პასუხისმგებლობას მაკისრებს და მაძლევს სტიმულს, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო”, – გვითხრა ჯამბაზიშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი