გორში შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნა დაგეგმილია საგუნდო მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 27-30 სექტემბერს გაიმართება.
ვარსკვლავის დასამზადებლად გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ 4800 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა შპს -ს ,,ფორევერ ჯორჯია ტურ“.
ხელშეკრულების მიხედვით, ვარკვლავზე დატანილი უნდა იყოს წარწერა: შალვა მოსიძე, 29.09.2023.
ინფორმაციისთვის, შალვა მოსიძე არის საქართველოს სახალხო არტისტი, გორის ქალთა გუნდის დამაარსებლი და დირიჟორი.
დატოვეთ კომენტარი