ადამიანები ისტორიები

“უმიზნოდ ცხოვრებაზე დიდი ტრავმა არ არსებობს” – ქარელელი პარაჩემპიონის ცხოვრება

უკვე რვა წელია, რაც მასწავლებლად მუშაობს. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში, თავდაპირველად მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით მიხდვა, რომ საკუთარი გამოცდილებით შეეძლო მეტად საინტერესო გაკვეთილები სპორტში ჩაეტარინება. 

მე ამ ცენტრში მოსვლის შემდეგ გავხდი ჩემპიონი. საკუთარმა მონდომებამ დამარწმუნა, რომ შეუძლებელი არაფერია. ამის მერე გადავწყვიტე, რომ სპორტის მასწავლებელი გავხმდარიყავი და წარმატებისთვის ბრძოლის სურვილი სხვა ადამიანებშიც გამეღვიძებინა”, – გვითხრა ნინო საბაშვილმა, რომელიც 2015 წელს მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ნინო საკუთარ ცხოვრებას ორ ეტაპად ჰყოფს – ინტერესების აღმოჩენამდე და მის შემდგომ პერიოდებად. ამბობს, რომ ყველა ტრავმაზე რთულად გადასატანი, ინტერესესის და მიზნების გარეშე ცხოვრებაა. 

“შეიძლება ითქვას, რომ 2015 წლიდან მე ახლიდან დავიბადე. მანამდე ჩემი ცხოვრება იყო ექიმებში სიარული და სხვადასხვა გაურკვეველი დიაგნოზები”.

ნინო 22 წელია, რაც ეტლით სარგებლობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, ბოლო წლებია, საკუთარ მდგომარეობას უბრალოდ მოცემულობად იღებს და ცხოვრების დაგეგმავასა თუ წარმატებისთვის ბრძოლაზე უარს აღარ ამბობს. 

“დაბადებიდან მაქვს თანდაყოლილი ტრამვა. მქონდა ტერფის გამრუდება, თუმცა შემდეგ გავიკეთე ოპერაცია და სიარული დავიწყე. 2001 წელს დამჭირდა ახალი ოპერაციის გაკეთება, რა დროსაც ექიმმა დამიზიანა ნერვი ორივე ფრხზე და სიარული ვეღარ შევძელი. უკვე 22 წელია ეტლით მოსარგებლე ვარ და წარმოიდგინეთ, 33 წლის ასაკში, სპორტის მიმართ ინტერესის აღმოჩენით, სულ სხვანაირად დავინახე ჩემი ცხოვრება. აი, ეს არის ყველაზე მთავარი”. 

საქართველოს ჩემპიონობის გარდა, ნინო მსოფლიო პრიზიორიც გახდა. 5-თვიანი ინტენსიური ვარჯიშის შედეგად, მან ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. 

როგორც წესი, ერთი წელი მაინც უნდა ივარჯიშო ასეთ შეჯიბრზე რომ მოხვდე. მე მათ უთხარი, თუ თქვენ ეხლა მე შანსს მომცემთ, 6 თვეში დაგიდებთ შედეგს და ჩემმა მონდომებმაც შედეგი გამოიღო, 5 თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე გავედი და ვერცხლის პრიზიორი გავხდი, თუმცა ისეთი ნაწყენი ვიყავი, ოქრო რომ ვერ ავიღე, ყველა ვინც მილოცავდა, ვეუბნეოდი, რომ წავაგე”, – იხსენებს ნინო და ამბობს, რომ ახლა ამ ამბავსაც სხვაგვარად უყურებს. 

სჯერა, რომ მთავარი გამარჯვება არა მედალი, არამედ საკუთარ თავში მონდომების და ენერგიის აღმოჩენა იყო. სურს, რომ ახლა ამაში სხვა ადამიანებიც დაარწმუნოს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი