ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტში 500-ზე მეტ სტუდენტს შეჩერებული სტატუსი აღუდგება

გორის უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული 500 – ზე მეტ სტუდენტი წელს სწავლის გაგრძელებას შეძლებს. 

უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტები ახალი სასწავლო წლიდან შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.

“ბოლო 5 წელიწადში გორის უნივერსიტეტში ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 565 სტუდენტს არსებული დავალიანება გაუნულდება და აღუდგება სტუდენტის სტატუსი. ამ ახალგაზრდეს სასწავლო წელი არ გაუცდებათ, წელს დაიწყებენ  სწავლას და გაივლიან საგნებს, რომლებიც კრედიტების დაგროვებაში დაეხმარებათ. ეს სიახხლე სასიხარულოა, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე უნივერსიტეტისთვის“, – აცხადებს უნივერიტეტის ადმინისტრაცია.

 უნივერსიტეტებში ფინანსური დავალიანების განულების შესახებ ინფორმაცია პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა. მისივე ინფორმაციით სტატუსშეცერებული 30 000 სტუდენტს სრულად გაუნულდება დავალიანება.

დატოვეთ კომენტარი